“არქი ჰორაიზონმა” ენერგოეფექტურობის მიმართულებით საუკეთესო შედეგები აჩვენა Societe Generale-ის ჯგუფის წევრის, ENVIROS-ის შეფასებით

თბილისში, ორთაჭალაში მდებარე Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ENVIROS-მა დამოუკიდებლად შეაფასა, რაც მოიცავს პროექტის სამ საცხოვრებელ A, B და C ბლოკის.

ENVIROS-ის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Archi Horizon-ის ენერგოეფექტურობას, მდგრადობასა და დაბალხარჯიან საცხოვრებელ კონცეფციას. დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორის შეფასება წარმოადგენს სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მასალას.

ENVIROS ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მიმართულებით სპეციალიზებული წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელსაც 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის საერთაშორისო Société Générale Financial Group-ის ნაწილია. კომპანია, როგორც ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ენერგოაუდიტორი, საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად ოპერირებს.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა თანამშრომლობის მემორანდუმზე საქართველოს ბაზარზე წამყვან დეველოპერ „არქისთან“. სულ ახლახან მოვამზადეთ „არქი ჰორაიზონის“ შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ პროექტს ენერგოეფექტურობის მაღალი მაჩვენებლები აქვს და, ამავდროულად, შეესაბამება ენერგოეფექტურობის მიმართულებით არსებულ ევროპულ მოთხოვნებს“, - აღნიშნა იან ჰანუშმა, ENVIROS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Archi Horizon-ის აპარტამენტები თბილისში მაცხოვრებლებისა და მოიჯარეებისთვის პრაქტიკულ სარგებელსაც ქმნის: შენობის გარსი ამცირებს სითბოს დანაკარგს ზამთარში და ხელს უწყობს უკეთეს თბოკონტროლს ზაფხულში, რაც გათბობისა და გაგრილების ხარჯების შემცირებას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ Archi-მ და ENVIROS-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანიც Archi-ს პროექტების ენერგოეფექტურობისა და მდგრადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იქნება. თანამშრომლობა შეეხება არა მხოლოდ პროექტირების ეტაპს, არამედ შენობების ექსპლუატაციის პერიოდსაც.

Archi-სთვის, როგორც საქართველოში #1 დეველოპერისთვის, ESG სტანდარტებთან შესაბამისობა, ენერგოეფექტურობა და მდგრადობა გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებებია. Société Générale Financial Group-ის წევრ ENVIROS-თან თანამშრომლობა კი კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, პროექტებში ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები კიდევ უფრო სისტემურად დანერგოს და მაცხოვრებლებს შესთავაზოს უფრო კომფორტული, მდგრადი და ეკონომიურად ეფექტიანი საცხოვრებელი გარემო“, - განმარტავს Archi-ს გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა