მიხეილ ყაველაშვილი - თეირანში ვიზიტის ფარგლებში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დავესწარი

თეირანში ვიზიტის ფარგლებში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად დავესწარი, - ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

„კიდევ ერთხელ გამოვხატე სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მივაგე დაღუპულთა ხსოვნას.

შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება.

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

დარწმუნებული ვარ, კეთილმეზობლობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან მომავალს“, -წერს ყაველაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია