ვლადიმერ პუტინი - უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმები უნდა გაგრძელდეს

უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმები უნდა გაგრძელდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტში ვიზიტისას განაცხადა.

„აღვნიშნავ, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინფრასტრუქტურასა და იმ ობიექტებზე, რომლებიც მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ, მასობრივი დარტყმების განხორციელება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა პუტინმა.

ასევე, პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა „აიღო“.

„კონსტანტინოვკას გათავისუფლებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი, როგორც ყველამ ვიცით, დონბასის მთავარი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია“, - აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსი სამხედროები ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ინიციატივას ინარჩუნებენ.

„რაც უფრო მეტ დარტყმას განახორციელებს კიევის რეჟიმი რუსეთის სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, ჩვენ უსაფრთხოების ზონის უფრო მეტად გაფართოება მოგვიწევს“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ „ევროპელი ე.წ. მშვიდობისმყოფელების მიზანი რუსეთთან ომის გაგრძელებაა“.

„მათი რეალური მიზანი არა მშვიდობა, არამედ უკანასკნელ უკრაინელამდე რუსეთთან ომის გაგრძელებაა. თავიანთი განცხადებებით და მოქმედებებით მათი ნამდვილი განზრახვის შესახებ მოსკოვის ვარაუდებს ადასტურებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს