თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს - ცერემონიაზე შეკრებილები სკანდირებენ: „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“

თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზთან ათასობით ირანელი შეიკრიბა, რათა გარდაცვლილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის პატივი მიაგონ.

ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილი ხალხი ერთხმად სკანდირებს: „შურისძიება, შურისძიება“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისმის შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.

ხალხის ნაწილს პოსტერები აქვს, წარწერით: „ტრამპ, მკვლელო. ჩვენ მოგკლავთ“.

გუშინ მოსალაში ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა, რომელსაც მისი ვაჟი და ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი არ დასწრებია.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარი მოსალას სალოცავ დარბაზში ორშაბათამდე დარჩება. სამშაბათს ხამენეის ცხედარს ყუმში, ხოლო ოთხშაბათს ერაყში გადაასვენებენ. აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს