რუსების მიერ ქალაქ სუმზე დარტყმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა

რუსების მიერ ქალაქ სუმზე დარტყმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა მართვადი ავიაბომბები სუმის ცენტრში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების ფონზე, პარტნიორებმა მოსკოვზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.

„ეს უნდა განახორციელონ მათ, ვისაც რუსეთი მოუსმენს. რა თქმა უნდა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, „დიდი შვიდეულისა“ და „დიდი ოცეულის“ ქვეყნები, ასევე ევროპა. ევროპას აქვს ინსტრუმენტები, რათა აგრესორზე ზეწოლა მოახდინოს. პირველ რიგში, ეს მოიცავს ზეწოლას მის ენერგორესურსებზე, ნავთობის ფლოტსა და ფინანსურ სისტემაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს