უკრაინის გენშტაბი - პუტინის განცხადება კონსტანტინოვკას ოკუპაციის შესახებ სიცრუეა

პუტინის განცხადება კონსტანტინოვკას ოკუპაციის შესახებ სიცრუეა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ანდრეი კოვალევის ცნობით, კონსტანტინოვკა უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა.

„3 ივლისს აღნიშნული მიმართულებით მტერმა 11 შტურმი განახორციელა, თუმცა წარმატებისთვის ვერ მიაღწია. სანაცვლოდ, მტერი, უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ აშკარა დეზინფორმაციისა და „ფეიკების“ გავრცელებას მიმართავს“, - განაცხადა კოვალევმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტს ეწვია და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა „აიღო“.

„კონსტანტინოვკას გათავისუფლებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ქალაქი, როგორც ყველამ ვიცით, დონბასის მთავარი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია“, - აღნიშნა პუტინმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს