გრიგოლ გეგელია - ALDE იმსჯელებს კრიტიკულ რეზოლუციაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროპული კავშირი და მისი სახელმწიფოები არიან ქართველი ხალხის მხარეს, ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის მხარეს

დღეს ALDE იმსჯელებს კრიტიკულ რეზოლუციაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროპული კავშირი და მისი სახელმწიფოები არიან ქართველი ხალხის მხარეს, ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის მხარეს - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომელიც ვენაში ALDE-ს ყრილობას ესწრება.

მისი თქმით, ALDE-ში კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას და დემოკრატიას და სწორედ ამის გამო იმსახურებს, რომ მას შეუნარჩუნდეს ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, როგორიც უვიზო მიმოსვლაა.

„მათ კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი განსხვავდება ბოროტმოქმედი რეჟიმისგან, რომ ეს ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ და ეროვნულ მომავალს და სწორედ ამიტომ რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ კავშირს, რომ რეჟიმის ქმედებების გამო არ ჩამოართვას ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რადგანაც ხალხი იმსახურებს ამას“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მაშინ, როდესაც ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.

აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს