გიორგი ვაშაძე ALDE-ს რეზოლუციის პროექტზე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებების გამო - საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა უნდა შეუნარჩუნდეთ

საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეთ - დანარჩენი, რა რეაქციები იქნება ეროვნული მთავრობებისა თუ ბრიუსელის მხრიდან, ეს რეზოლუციაში ჩამოწერილია და საბოლოოდ ამის მიღება მოხდება, რომელსაც ყველა წაიკითხავს,- ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვენაში განაცხადა, სადაც ALDE-ს ყრილობას ესწრება.

მისი თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ.

„საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეთ. დანარჩენი, რა რეაქციები იქნება ეროვნული მთავრობებისა თუ ბრიუსელის მხრიდან, ეს რეზოლუციაში ჩამოწერილია და საბოლოოდ ამის მიღება მოხდება, რომელსაც ყველა წაიკითხავს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებების გამო.

გასულ წელს მე და ზურამ [ზურა ჯაფარიძემ], ელენესთან [ელენე ხოშტარიასთან] ერთად, რომელიც ისევ საპატიმროშია, საპატიმროდან გზავნილები გამოვაგზავნეთ და ყველა გვხვდება და გათავისუფლებას გვილოცავს, მაგრამ ასევე ყველამ იცის, რომ კვლავ დაკავებით გვემუქრებიან.

წინ სერიოზული ბრძოლაა იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მაშინ, როდესაც ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.

აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ