პეტერ ფიშერი - მჯერა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობა გაუძლებს ხელოვნურად შექმნილ ნარატივს, თითქოს გერმანია ან ევროკავშირი საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი

მჯერა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობა გაუძლებს ხელოვნურად შექმნილ ნარატივს, თითქოს გერმანია ან ევროკავშირი საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ის „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს გიორგი მელაშვილს მის შესახებ გამოქვეყნებული სტატიისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა გიორგი მელაშვილს სტატიისთვის, რომელიც გვახსენებს გერმანიასა და საქართველოს შორის ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობას. მეც მჯერა, რომ ეს ურთიერთობა გაუძლებს ხელოვნურად შექმნილ ნარატივს, თითქოს გერმანია ან ევროკავშირი საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, ისევე როგორც გერმანელი და ევროკავშირის დიპლომატების წინააღმდეგ ხელოვნურად შექმნილ აღშფოთებას”,- წერს ფიშერი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს