ALDE-ს რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, „ჩამოაყალიბონ უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და დააწესონ სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებზე“

„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, „ჩამოაყალიბონ უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და დააწესონ დაუყოვნებლივი მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური რეპრესიების ორკესტრირებაზე პასუხისმგებელ ინდივიდებზე”.

ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში - „ავტორიტარული ტყვეობისა და რუსეთის მოკავშირეობის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა“, რომელიც ALDE-ს კონგრესზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ამავე დოკუმენტში, ხაზგასმულია, რომ ALDE გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ანექსიას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიერთების მცდელობებს.

„ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს:

მიიღონ გადამწყვეტი ზომები და ჩამოაყალიბონ ძალიან ცხადი, უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ.

დააწესონ დაუყოვნებლივი მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური რეპრესიების ორკესტრირებაზე პასუხისმგებელ ინდივიდებზე.

აამოქმედონ მკაცრი ფინანსური სანქციები რეჟიმის ხელშემწყობები პირების მიმართ, ასევე მისი დამფინანსებელი და მხარდამჭერი ქსელების მიმართ;

მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ელენე ხოშტარიასთვის ადეკვატური, სისტემური და შედეგებზე ორიენტირებული სამედიცინო მკურნალობა და უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

გამოიყენონ ყველა არსებული დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აქტიური სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მკაფიოდ გამიჯნონ რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმის ნებისმიერი საყოველთაო შეჩერების წინააღმდეგობით და რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზანმიმართულ სანქციებზე ფოკუსირებით.

ALDE გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ანექსიას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიერთების მცდელობებს”,- ნათქვამია დოკუმენტში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა