ამერიკელი კონგრესმენი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე - დასავლური ინტეგრაციის მიტოვებით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრით, საქართველოს მთავრობა ამ სტრატეგიულ ქვეყანას კრემლის მომხრე ანკლავად აქცევს

მაშინ, როდესაც ქართველების 90% მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, მთავრობამ ეს გზა დაბლოკა, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკ ვიზიმ (დემოკრატიული პარტია) ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც იცით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების კონსოლიდაცია მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით მოახდინა. ასევე, მათ ძალაუფლების კონსოლიდაცია მასობრივი დაკავებების ორგანიზებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების იარაღად გამოყენებით მოახდინეს. კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ახლა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ოპოზიციური პარტიების შევიწროებისთვის. ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ აქ ყოველთვის ვებრძვით“, - განაცხადა კონგრესმენმა.

მისი თქმით, „მთავრობამ რუსული სტილის კანონი მიიღო, „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რათა ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება“.

„დასავლური ინტეგრაციის მიტოვებით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრაში მოსვლით, მთავრობა ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქვეყანას კრემლის მომხრე ანკლავად აქცევს“, - აღნიშნა მარკ ვიზიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს