ელენე ხოშტარია ALDE-ში გაჟღერებულ მიმართვაში - რუსეთს საქართველოში ევროპის წარუმატებლობა სურს - საქართველო უბრალოდ დემოკრატიული კრიზისი არაა, ეს შანსია ევროპისთვის, აჩვენოს, რომ ყველა მივაღწევთ წარმატებას ძალადობრივი ძალების წინააღმდეგ

რუსეთს ევროპის წარუმატებლობა სურს საქართველოში, რუსეთს ქართველი ხალხის წარუმატებლობა სურს საქართველოში,- ამის შესახებ „დროს“ ლიდერის, საპატიმროში მყოფი ელენე ხოშტარიას აუდიო-მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ALDE პარტიის ყრილობაზე გააჟღერეს.

„პირველ რიგში საშუალება მომეცით მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ჩემი ხალხის მხარდაჭერისთვის და, ყველაზე მეტად, თვენი ლიდერობისთვის. ეს საკვანძო სიტყვაა. თვენი ლიდერობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის აჩვენებს ღირებულებებისადმი ერთგულებას, რომლებსაც ვიზიარებთ. ღირებულებას, რომელიც ცარიელი სიტყვა არაა, არამედ ქმედებისადმი რეალური მზაობაა.

მეორე რიგში, ეს მნიშვნელოვანია მესიჯია ყველასადმი, ვინაიდან რუსეთს გამყოფი ხაზების შექმნა სურს. მას უნდა, რომ ფრაგმენტირებულები, ერთმანეთისგან იზოლირებულები ვიყოთ, მაგრამ ის რეალურად ხედავს ერთიანობას და ლიდერობას. რუსეთს შიშის დათესვა სურს, მაგრამ სანაცვლოდ მეტ სიმამაცეს იღებენ. რუსეთს უნდა, რომ გაყოფილები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ერთიანები ვართ.

ასე რომ, ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს ქმედებებს ვხედავ და თქვენს განცხადებებს ვისმენ, ALDE-ში ჩემი ძვირფასი მეგობრების, არა მხოლოდ მადლიერი, არამედ ამაყი ვარ ვიყო თქვენი ოჯახის წევრი.

ახლა ერთი მოთხოვნა მაქვს, ვინაიდან უკრაინაში ჩემს მეგობრებთან მოგზაურობის და მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა არ მაქვს. ამ შესაძლებლობის გამოყენება მსურს, რათა უკრაინაში ჩემს მეგობრებს მივმართო. ძვირფასო დებო და ძმებო უკრაინაში, თქვენს ტკივილს ვგრძნობთ, თქვენს სიმამაცეს ვხედავთ და თქვენი გვჯერა. თქვენი გამარჯვების გვჯერა, რომელიც მშვიდობას მოიტანს მთელ რეგიონში. პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ მივესალმებით თქვენს ლიდერობას. მას მივესალმებით, ვინაიდან ის სიმართლით ლიდერობაა, ღირებულებებისთვის ლიდერობაა და თავისუფლებისთვის ლიდერობაა.

ახლა, საქართველოზე რომ გადავიდეთ. უკრაინელები ცხელ ომში იბრძვიან, ხოლო ქართველები ჰიბრიდულ ომში იბრძვიან, მაგრამ გამოწვევა იგივეა. რუსეთის რის გაკეთებასაც აპირებს, არის საქართველოში ევროპის დამარცხება. მას ევროპის წარუმატებლობა სურს საქართველოში. მას ქართველი ხალხის წარუმატებლობა სურს საქართველოში. მას ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქის წარუმატებლობა სურს მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში. ამიტომ გამოწვევა, რომლის წინაშეც ვართ, არა უბრალოდ საქართველოს გამოწვევაა, ეს მთელი მსოფლიოს, ევროპისა და ევროპული ღირებულებების გამოწვევაა. თუმცა, ამავდროულად, ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი წარუმატებელი არაა. არ ვაგებთ, არ ვნებდებით. მნიშვნელობა არ აქვს ციხეში ვართ თუ ქუჩაში, ნაცემები ვართ თუ არა, თავდასხმის ქვეშ ვართ თუ არა, შეშინებულები ვართ თუ არა, ჩვენ ვიბრძვით. ვიბრძვით, ვინაიდან ამ სიმართლის გვჯერა, ჩვენი ქვეყნის გვჯერა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გვჯერა, საქართველოსი, როგორც ევროპის გვჯერა.

ასე რომ, სტრატეგიულ სურათს რომ შევხედოთ, საქართველო უბრალოდ კიდევ ერთი დემოკრატიული კრიზისი არაა, რომელიც შეიძლება თავის ტკივილი იყოს ევროპისთვის. საქართველო შანსია, რომელიც უნდა მოიპოვო, შანსია ევროპისთვის აჩვენოს, რომ ყველანი მივაღწევთ წარმატებას მე-19 საუკუნის ძველი, ძალადობრივი, აგრესიული და ტერორისტული ძალების წინააღმდეგ. წარმატებას მივაღწევთ და უნდა მივაღწიოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვართ,” - განაცხადა ხოშტარიამ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ