ფილარმონიიდან პარლამენტამდე ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”, მარში გაიმართა - რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ შაბათის ტრადიციული მარშის მონაწილეები, ლოზუნგით ,,ერთად სინდისის პატიმარი ქალების თავისუფლებისთვის”.

მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა შინაარსის წარწერით: ,,რეჟიმი, რომელსაც ქალების ეშინია, უკვე დამარცხებულია”, ,,თავისუფლება სინდისის პატიმარ ქალებს”.

აქციის მონაწილეების თქმით, ქალი პოლიტიკოსების და ასევე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პატიმრობით ,,ქართულ ოცნებას” სურს, საზოგადეობას დაანახოს, რომ “ბრძოლაში ქალების ადგილი არ არის”.

პარლამენტთან მოქალაქეები ყოველდღიურად უკვე ერთ წელზე მეტია, იკრიბებიან. ისინი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე