ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან - ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს და განზრახვა გადამწყვეტია

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

,,პრეზიდენტ ტრამპსა და ყველა ამერიკელს დამოუკიდებლობის დღე მივულოცე. ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა.

მადლობელი ვართ შეერთებული შტატების მთელი დახმარებისთვის, რომელიც მივიღეთ - Javelin-ებით დაწყებული Patriot-ებითა და პოლიტიკური მხარდაჭერით დამთავრებული - და ძალიან ვაფასებთ, რომ ამერიკა გვერდში გვიდგას ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში. ყოველი ამერიკული გულის მადლობელი ვარ, რომელსაც ადარდებს უკრაინის, ევროპის მომავალი და მსოფლიოში ყველა, ვისთვისაც თავისუფლება მნიშნველოვანია.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ტრამპმა და მე განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, ისევე როგორც ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევები. ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს, და განზრახვა გადამწყვეტია. შევთანხმდით ამ საუბრების გაგრძელებაზე ანკარაში ნატოს სამიტზე.

მადლობა, შეერთებულო შტატებო! მადლობა, ბატონო პრეზიდენტო! ბედნიერ 4 ივლისს გისურვებთ! ვუსურვებ ამერიკელებს კეთილდღეობის გაგრძელებას და ყველა წარმატებას”, - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს