დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-სა და რუსეთისა პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა, სატელეფონო საუბარი გამართეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 90-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმა განიხილეს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში არსებული ვითარება და უკრაინის კონფლიქტში ამერიკის შუამავლობა.

„მათ ისაუბრეს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე, მათ შორის 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში ტრამპის მონაწილეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა ბრძოლის ველზე რეალური სიტუაცია აღწერა, სადაც, მისი მტკიცებით, რუსული ჯარები თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ.

„მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, კონფლიქტი დიპლომატიური გზებით მოგვარდეს, მოსკოვისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების გათვალისწინებით“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი ინფორმაციით, თავის მხრივ, ტრამპმა დაადასტურა მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნა და დასძინა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გააგრძელებენ მედიაციის ძალისხმევას და „მოსკოვში ნებისმიერ მოსახერხებელ დროს“ ჩავლენ.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა დაადასტურა განზრახვა, ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის სტაბილიზაციას. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები გრძელვადიან გადაწყვეტილებებამდე მივა, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ ისაუბრებენ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ