ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

ჩინეთი და რუსეთი ივლისში ქალაქ ცინდაოს მახლობლად წყლებსა და საჰაერო სივრცეში საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ, რასაც წყნარ ოკეანეში ერთობლივი საზღვაო პატრულირება მოჰყვება, - ინფორმაციას Bloomberg-ი ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, „ერთობლივი ზღვა - 2026“-ის აქტივობები ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილია და მისი მიზანი უსაფრთხოების გამოწვევების გადაჭრა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა.

უწყება წვრთნების ვადებისა და ჩართული ძალების შესახებ დეტალებს არ ავრცელებს.

წვრთნების შემდეგ, ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები წყნარ ოკეანეში ერთობლივ საზღვაო პატრულირებას განახორციელებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე