რომის პაპი აშშ-ს მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ლეომ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე ამერიკელებს მიმართა და მათ მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომის პაპის წერილში აღნიშნულია, რომ სიცოცხლის დაცვის ღირებულება მოიცავს „მიგრანტების მიღებას, დაცვას და დახმარებას“.

„მიგრანტების თანაგრძნობითა და კეთილშობილებით მიღება არა მხოლოდ ქველმოქმედების აქტია, არამედ იმ ღირსების აღიარებაც, რომელიც ყველა ადამიანს ეკუთვნის“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც მან შეერთებულ შტატებს გაუგზავნა.

პაპმა ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, მიგრაციის საკითხს „ყოვლისმომცველი გზით გაუმკლავდნენ, მოახდინონ დაუყოვნებლივი დახმარების ძალისხმევის ინტეგრირება გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც შესაძლებელს გახდის მიგრანტების მიღებას, დაცვას, მხარდაჭერას და ინტეგრაციას“.

მან ევროპელ ლიდერებს ასევე მოუწოდა, ხელი შეუწყონ მიგრანტების ქვეყნებში არსებული პირობების გაუმჯობესებას, რათა ნაკლები ადამიანი გახდეს იძულებული საკუთარი სამშობლო დატოვოს.

რომის პაპმა ამერიკელებს წერილი იტალიის კუნძულ ლამპედუზადან გაუგზავნა. ლამპედუზა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მიგრაციის მარშრუტზე მდებარეობს.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა