ლევან ცუცქირიძე - „თავისუფლების მოედანი“ ჩამოვედით ზუგდიდში - უახლოესი 10 დღის განმავლობაში გვექნება ბევრი შეხვედრა და საუბარი ჩვენს თანამოაზრეებთან, თანამოქალაქეებთან და მეგობრებთან ერთად

„თავისუფლების მოედანი“ ჩამოვედით ზუგდიდში - უახლოესი 10 დღის განმავლობაში გვექნება ბევრი შეხვედრა და საუბარი ჩვენს თანამოაზრეებთან, თანამოქალაქეებთან და მეგობრებთან ერთად, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ზუგდიდში, რეგიონული კამპანიის „საქართველოს გულისთვის“ ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემაჯამებელ ფორუმზე მსჯელობა ასევე იქნება იმაზე, თუ „როგორი უნდა იყოს მომავლის ისეთი საქართველო, რომელშიც ყველა მოქალაქეს თავისუფალი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ექნება“.

„თავისუფლების მოედანი“ ჩამოვედით ზუგდიდში. უახლოესი 10 დღის განმავლობაში გვექნება ბევრი შეხვედრა და საუბარი ჩვენს თანამოაზრეებთან, თანამოქალაქეებთან და მეგობრებთან ერთად. მოვივლით ყველა მუნიციპალიტეტს და შემდეგ სამეგრელოს ტურის დაკვირვებებს და შეხვედრებს შევაჯამებთ საერთო ფორუმზე, სადაც ვიმსჯელებთ იმაზე თუ რა ვითარებაში ჩააგდო ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვიმსჯელებთ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ისეთი საქართველო, რომელშიც ყველა მოქალაქეს თავისუფალი და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ექნება. ასე რომ, ვისაც გსურთ ჩვენი გაცნობა, შეხვედრებზე მოსვლა, თანამონაწილეობა - დაგვეკონტაქტეთ, მოგვწერეთ, დაგვიკომენტარეთ თუნდაც „ფეისბუქზე“, ჩვენ შეგეხმიანებით და აუცილებლად შეგხვდებით. გელოდებით შეხვედრებზე სამეგრელოში“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე