უკრაინელებმა ყირიმში სამხედრო აეროდრომსა და ხიდებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმში დროებით ოკუპირებულ „გვარდეისკოეს“ აეროდრომს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზარალის მასშტაბი, ამ დროისთვის, უცნობია.

სამხედროების ცნობით, „გვარდეისკოე“ ყირიმში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო აეროდრომია, რომელიც გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების განსათავსებლად, საბრძოლო ფრენების მხარდასაჭერად, ლოჯისტიკისა და თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის.

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში, გუსელნიკოვოს მახლობლად, მდინარე გრუზსკი იალანჩიკზე გამავალ საავტომობილო ხიდსა და სტარომარიევკას მახლობლად, მდინარე კალმიუსზე გამავალი საავტომობილო ხიდს დაარტყეს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმა განახორციელეს დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებში მდებარე საბრძოლო მასალის სამ საწყობზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე