გრიგოლ გეგელია ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კრისტენ მიხალს შეხვდა. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, გეგელიამ შეხვედრისას ესტონელ პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.

„ესტონეთი ისტორიულად წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ - ერთ ყველაზე მტკიცე და ახლო მოკავშირეს. საერთო ისტორიული გამოცდილება და ფასეულობები წარმოადგენს ჩვენს ორ ერს შორის თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის მყარ საფუძველს. სამწუხაროდ, დღეს ქართულ-ესტონური ურთიერთობა კრიზისულ ფაზაშია პრო-რუსული რეჟიმის პოლიტიკის გამო. ეს არ არის შემთხვევითობა. ეს რუსული ლოგიკის ნაწილია. მაგრამ, სულ მალე, საქართველოს ახალი მთავრობა აღადგენს ნამდვილ მეგობრობას და პარტნიორობას ჩვენი ერის ყველაზე ახლო და მტკიცე მეგობრებთან. საქართველო აუცილებლად დაბრუნდება მაგიდასთან“, - განაცხადა გეგლიამ.

„ვენაში მიმდინარე ALDE-ს ყრილობის ფარგლებში, რომელსაც გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი ესწრებიან, "ლელოს" ლიდერები ხვდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე