დიმიტრი პესკოვი - მიმდინარეობს ომი, ეს ნამდვილი ომია - იცით, რატომ? კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და სამწუხაროდ, ვაშინგტონი

სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნამდვილი ომივით მიმდინარეობს, რადგან კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და ვაშინგტონი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მიმდინარეობს ომი, ეს ნამდვილი ომია. იცით, რატომ არის ეს ომი? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია და გრძელდება, როგორც ომი, რადგან კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი. იმიტომ, რომ თავიანთი თანამგზავრების მეშვეობით ეხმარებიან სამიზნეებზე დარტყმაში და მთელი ინფრასტრუქტურის მეშვეობით უცხოური იარაღის ჩვენი სამიზნეებისკენ მომართვაში“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, ევროკავშირი თანდათან სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად იქცევა და ეს ფაქტორი უკრაინის კონფლიქტში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

„ეს ფაქტორი სიტუაციას ამწვავებს, ვგულისხმობ ევროკავშირის ფაქტორს, რომელიც თანდათან სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად იქცევა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ფრონტზე გაუარესებული ვითარების გამო გააძლიერეს.

„რადგან ფრონტზე დინამიკა კიევისთვის ყოველდღიურად უარესდება. ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაძლიერების მიზეზების შესახებ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე