ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს შუახნის ქალი ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს იპოვეს. მანამდე მაშველებმა სამი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.

როგორც გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრმა განაცხადა, ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა. მისივე თქმით, ქარის გამო, ფარდა მოხვდა გაზქურას და შემდეგ ცეცხლი ხის მაგიდას წაეკიდა.

"რომ შევედი უკვე ძლიერი ხანძარი იყო. ორნი ვიყავით, ვეძახდი გამოდი - მეთქი, არ გამოვიდა, კარი შიგნიდან მოიხურა, კვამლი არ გამოვიდესო", - განაცხადა ხანძრის დროს გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრმა "ტვ პირველთან".

ცნობისთვის, ვაზისუბანში ხანძარი დღის მეორე ნახევარში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე