ბაჩო ახალაიას საქმეზე, რომელიც ხელისუფლების დამხობის შესახებ მის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას ეხება, განაჩენი დღეს გამოცხადდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე, რომელიც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას: "ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", ეხება, განაჩენი დღეს, 6 ივლისს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. სწორედ ამ დღეს უწევს ბაჩო ახალაიას პროცედურულად საბოლოო სიტყვის წარმოთქმა, რისი უფლებითაც, მისი ადვოკატისა და მეუღლის, ანი ნადარეიშვილის თქმით, ახალაია არ ისარგებლებს.

გასულ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული ახალაია.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: "მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს", წაუყენეს. ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა