ვოლოდიმირ ზელენსკი - წარმატებით მოვიგერიეთ დრონები და ფრთოსანი რაკეტები, თუმცა, სამწუხაროდ, არა რუსული ბალისტიკური რაკეტები

ჩვენმა მებრძოლებმა დღეს წარმატებით მოიგერიეს დრონები და ფრთოსანი რაკეტები, თუმცა, სამწუხაროდ, არა რუსული ბალისტიკური რაკეტები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კიევი წუხელ რუსეთის მხრიდან მასშტაბური თავდასხმის ქვეშ მოექცა. რუსეთმა 68 რაკეტა და 351 თავდასხმის დრონი გაუშვა. ამ დროისთვის 64 ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის, გადარჩენა მოხერხდა. თავდასხმის შედეგად თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და 60-მდე ადამიანი დაშავდა.

„ჩვენმა მეომრებმა დღეს კარგად იმუშავეს დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების მოგერიებაში, მაგრამ სამწუხაროდ არა რუსული ბალისტიკური რაკეტების. მიზეზი კი ჩამჭრელი რაკეტების არასაკმარისი მარაგია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ - პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა - ანკარაში ნატო-ს სამიტი ჩვენი საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად, და შესაბამისად, რიგითი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, მტკიცე გადაწყვეტილებებით დაასრულონ. სანამ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი გადამჭრელი რაკეტები ჩვენი მოკავშირეების საწყობებში ინახება, რუსეთი მხოლოდ მეტად არის წახალისებული, განაგრძოს საცხოვრებელი შენობების „დამარცხება“. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას საკმარისი ძალა აქვთ ამ ტერორის შესაჩერებლად“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე