ანდრეი სიბიგა - რუსი ტერორისტები მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, ერთ-ერთ რაიონში ნანგრევებიდან მთელი ოჯახი ამოიყვანეს: დაღუპულია დედა, მამა და შვილი - სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება

დაიცავით უკრაინელი ბავშვები რუსული ბალისტიკური ტერორისგან! არ არსებობს უფრო სასწრაფო ამოცანა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ნატო-ს სამიტისადმი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა ათობით ბალისტიკური რაკეტით. სიბიგა აცხადებს, რომ ამ თავდასხმით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატო-ს სამიტს მესიჯს უგზავნის, რომ უკრაინელების მკვლელობას გააგრძელებს მანამ, სანამ შეძლებს.

„რუსი ტერორისტები მძინარე მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, სამიზნედ საცხოვრებელი კორპუსები აირჩიეს, რათა მსხვერპლი მაქსიმალურად გაზრდილიყო. ერთ-ერთ რაიონში ნანგრევებიდან მთელი დაღუპული ოჯახი ამოიყვანეს: დედა, მამა და შვილი. სამაშველო ოპერაციები გრძელდება და სამწუხაროდ, რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ანკარას სამიტის მიმართ პუტინის მესიჯი მარტივია: ის ბალისტიკურ რაკეტებს მძინარე ბავშვებისკენ მიმართავს და მკვლელობას გააგრძელებს მანამ, სანამ შეძლებს. რას უპასუხებენ ალიანსის ლიდერები? ახლა სუსტი ნაბიჯების დრო აღარ არის. ისინი მხოლოდ წაახალისებენ მოსკოვს, გააგრძელოს და გააფართოოს ტერორი უკრაინის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, ანკარის სამიტის ყველაზე ძლიერი შედეგი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა იქნება.

„გვჭირდება რეალური ნაბიჯები. PAC-3 რაკეტები შეიქმნა ადამიანების ასეთი ბარბაროსობისგან დასაცავად. მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ასეთი რაკეტა ინახება პოტენციური საფრთხეებისთვის. მაგრამ უკრაინაში არსებული საფრთხეები პოტენციური არ არის! რუსული რაკეტები ყოველ კვირას ხოცავს ადამიანებს. უკრაინა ამჟამად მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყოველ კვირას ბალისტიკური თავდასხმების წინაშე დგას. ამ ტერორისგან დაცვის საშუალებები აქ უნდა იყოს და საჰაერო თავდაცვის შესახებ ყველა გადაწყვეტილება ახლავე გვჭირდება და არა მოგვიანებით. რადგან ჩვენთვის დრო ადამიანის სიცოცხლით იზომება“, - წერს სიბიგა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე