რატი იონათამიშვილი - ტენდენციური რეზოლუციები მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტებს აზიანებს - იმედი მაქვს, ეს ბიუროკრატები საბოლოოდ გაანალიზებენ, რომ მსგავსი საქმიანობით ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს შეცვლიან

ასეთი ტენდენციური რეზოლუციები მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტების სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს აზიანებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ეუთო-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაერიოს.

“კანონშემოქმედება ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს დანიშნულებაც და ვალდებულებაც არის და არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ აქვს უფლება, რომ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩაერიოს. მით უმეტეს, როცა ვხედავთ, რომ მსგავსი შინაარსის კანონებს, უფრო მკაცრი რედაქციით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იღებენ. შესაბამისად, ასეთი ტენდენციური რეზოლუციები მხოლოდ საერთაშორისო ინსტიტუტების სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს აზიანებს. იმედი მაქვს, ეს ბიუროკრატები საბოლოოდ გაანალიზებენ, რომ მსგავსი საქმიანობით ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს შეცვლიან, ხოლო საკუთარ საქმიანობაში მძიმე ეპიზოდებს ჩაიწერენ,” - გამაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: “გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ; გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე