ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხს ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ - გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას მანამ, სანამ რუსეთი სისხლისღვრას არ დაასრულებს

უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა. ამ საკითხს მიმდინარე კვირაში ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ჰაერიდან და დედაქალაქზე 400-ზე მეტი დრონითა და რაკეტით თავდასხმა განახორციელა.

„უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა. ამ საკითხს მიმდინარე კვირაში ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ. გასულ კვირას გამოვყავით პირველი 4 მილიარდი ევრო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მოწინავე დრონების ტექნოლოგიით გასაძლიერებლად. მალე კიდევ უფრო მეტი იქნება. და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში 21-ე სანქციების პაკეტზე შეთანხმებას მივაღწიოთ. გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას მანამ, სანამ რუსეთი სისხლისღვრას არ დაასრულებს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა