სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი, საქართველოს ისტორია კი ცალკე საგნად შეისწავლება, მოსწავლეები მე-10 კლასიდან აღარ ისწავლიან მსოფლიო ისტორიას

2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივი ბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8 კლასისა, ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად შეისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.

ამასთან, დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის სწავლება.

კიდევ ერთი სიახლე შეეხება მე-10 კლასში ისტორიის სწავლებას, დაგეგმილი ცვლილებით, მსოფლიო ისტორიის სწავლება ამოღებულია ისტორიის საგნიდან და მე- 10 კლასიდან შეისწავლება მხოლოდ საქართველოს ისტორია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა