ირაკლი ყანდაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა განათლების პროგრამის ყოველწლიურ ქსელურ კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, ევროპის საბჭოს მიწვევით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა განათლების (HELP) პროგრამის ყოველწლიურ ქსელურ კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც 2–3 ივლისს სტრასბურგში გაიმართა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, კონფერენცია ციფრული მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა და მასში ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის კავშირების საბჭოს (CCBE) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მთავარი სესია დაეთმო თემას – “ციფრული სწავლება ციფრული მართლმსაჯულებისთვის“, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა CCBE-ის გზამკვლევებისა და რეკომენდაციების გამოყენების მნიშვნელობაზე ახალი სასწავლო კურსების შემუშავების პროცესში.

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობა მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პლატფორმებში კიდევ ერთხელ ადასტურებს ასოციაციის მზადყოფნას, აქტიურად დანერგოს ევროპული სტანდარტები და ციფრული მიღწევები ქართველი ადვოკატების ყოველდღიურ საქმიანობასა და უწყვეტ პროფესიულ განათლებაში“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაცია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე