მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეფექტიანი გლობალური მმართველობის მნიშვნელობაზე. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე მეცნიერების, ჯანდაცვის, განათლებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენება მხოლოდ ფართო თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი. გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ფორმატის გლობალურ დიალოგში მონაწილეობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინკლუზიური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე