BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა

აშშ-ში, „Home of X“-ის მედია ღონისძიებაზე BMW-ს საკულტო მოდელის, X5-ის მეხუთე თაობის მსოფლიო პრემიერა შედგა. ეს ავტომობილი მომხმარებელს ძრავების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა BMW ჯგუფის წარმოების ისტორიაში. მოდელის წარმოება სპარტანბურგის ქარხანაში ხდება, რომელიც გლობალურ ქსელში პირველია, სადაც ერთ საწარმოო ხაზზე ხუთი სხვადასხვა ტექნოლოგიის ძრავის მქონე ავტომობილის აწყობაა შესაძლებელი.

დიზელის ძრავი და შიდა წვის ტრადიცია

ავტოინდუსტრიაში ელექტროფიკაციის ტენდენციის მიუხედავად, BMW-მ ახალ X5-ში მისი მომხმარებლისთვის ტრადიციულად ყველაზე პრაქტიკული და აქტუალური ძრავები შეინარჩუნა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დიზელის ვერსია. მოდელი BMW X5 40d xDrive აღჭურვილია 3.0 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი დიზელის ძრავითა და 48-ვოლტიანი (48V) რბილი ჰიბრიდული ტექნოლოგიით. სისტემაში ინტეგრირებული 13-კილოვატიანი (18 ცხ.ძ.) ელექტროძრავა ავტომობილს ბევრად უფრო დინამიკურს ხდის.

გარდა დიზელისა, ტრადიციული შიდა წვის ძრავების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია ბენზინის მძლავრი ვერსიაც - BMW X5 40 xDrive, რომელიც 400 ცხენის ძალას ავითარებს. მათთვის კი, ვინც უპირატესობას ალტერნატიულ ენერგიებს ანიჭებს, მოდელების ხაზში რჩება როგორც დატენვადი ჰიბრიდები, ისე სრულად ელექტრო მოდელი BMW iX5, რომლებსაც მოგვიანებით წყალბადზე მომუშავე ვერსიაც დაემატება.

ნულოვანი ემისიები და ინოვაციური ელექტროტექნოლოგია

ნულოვან ემისიებთან დაკავშირებით BMW ჯგუფის გეგმებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს სრულად ელექტრო მოდელი BMW iX5 60 xDrive-ც. მასში BMW-ს უახლესი ელექტრო ტექნოლოგიაა გამოყენებული, რაც ავტომობილს ძალიან მძლავრს ხდის (578 ცხ. ძ.) და რაც ყველაზე მთავარია, ერთი სრული დატენვით მას 845 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.

BMW ჯგუფის ოფიციალური დილერის, „ჯი-თი მოტორსის“ დახმარებით საქართველოს ბაზარზე X5-ის მეხუთე თაობის მოდელები 2026 წლის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი.

დიზაინი

ახალი X5-ის ვიზუალი „Neue Klasse“-ს დიზაინის ახალ კონცეფციას ასახავს, რაც მის მკაფიო და მონოლითურ ფორმებში გამოიხატება. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ძარის შეღებვის 11 სხვადასხვა ფერი და პირველად ამ მოდელის ისტორიაში - 23-ინჩიანი დისკებიც. აღსანიშნავია, რომ სპორტული ფლაგმანი M60e xDrive დამატებით გამოირჩევა ყვითელი ნათების მქონე ფარებით (M Yellow Lights), სპეციფიკური აეროდინამიკური დეტალებითა და სტანდარტული 22-ინჩიანი დისკებით.

მინიმალისტურია ინტერიერის დიზაინი, სადაც ექსკლუზიურობის ხაზგასასმელად პირველად არის გამოყენებული ბუნებრივი ქვა და ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული მინა. თუმცა, მთავარი ყურადღება მაინც ციფრულ ინოვაციებზეა გამახვილებული: მანქანა აღჭურვილია უახლესი ოპერაციული სისტემით (BMW Panoramic iDrive) და საქარე მინაზე პროექციის ფუნქციით, რომელიც ინფორმაციას მინის მთელ სიგანეზე ასახავს. კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი წინა მგზავრისთვის განკუთვნილი დამატებითი ეკრანია (BMW Passenger Screen). მისი დახმარებით, მგზავრს შეუძლია ფილმებს უყუროს ან ვიდეოთამაშებით გაერთოს ისე, რომ მძღოლის ყურადღება არ გაფანტოს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოს ბაზარზე BMW ჯგუფის ბრენდების (BMW, MINI, BMW Motorrad) ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია ადგილობრივი ბაზრის მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს არა მხოლოდ უახლესი მოდელების დროულ მიწოდებას, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საგარანტიო პირობებსა და უმაღლესი ხარისხის, სრულ ავტორიზებულ ტექნიკურ სერვისს.

(R)

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ