Reuters - აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესიის მონაწილეები ქვებს ესროდნენ ხიდზე ჩამოკიდებულ ბილბორდს, რომელზეც დონალდ ტრამპია გამოსახული თავში დამიზნებული ტყვიით და წარწერით: „აშშ-მ ჩვენი მამა მოკლა“

თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანმა მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესიაში მონაწილეობა მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ დრონით გადაღებულ კადრებში ასახულია ათიათასობით ადამიანი. მოკლული ლიდერისა და მისი ოჯახის ოთხი წევრის კუბოებს დიდი სატვირთო მანქანით ქუჩებში მიასვენებდნენ, მსვლელობის მონაწილეების გასაგრილებლად კი სახანძრო შლანგებით წყალს ასხურებდნენ.

კადრებში ასევე ჩანს, რომ მსვლელობის მონაწილეები ქვებს ესროდნენ ხიდზე ჩამოკიდებულ ბილბორდს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია გამოსახული, თავში დამიზნებული ტყვიით და წარწერით : „აშშ-მ ჩვენი მამა მოკლა. არ გაგიშვებთ!“.

პროცესიის მონაწილეები ირანის დროშებსა და წითელ ბანერებს აფრიალებდნენ, რომლებზეც დატანილი იყო მოწოდებები ხამენეის მკვლელობისთვის შურისმაძიებლებისადმი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე