ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის შესახებ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე - საქართველოს ეკლესიაზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა ის ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი ყოფილიყო

თუ მოახერხებდნენ და ეკლესიის პირდაპირი ან ირიბი გამოყენება მოხდებოდა, შემდეგ მისი მანიპულირება დაიწყებოდა პოლიტიკის ყველა მიმართულებით, მათ შორის, ეს ომისა და მშვიდობის საკითხზეც აისახებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოში ეკლესია მაღალი ავტორიტეტის მქონე რელიგიური და ერთგვარად სოციალური ინსტიტუციაა და ამიტომ მათ სურდათ, რომ ეკლესია გამოეყენებინათ.

“მამა ანდრიამ საყურადღებო ინფორმაცია გაახმოვანა. ფაქტობრივად, საქართველოს საპატრიარქოზე, საქართველოს ეკლესიაზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა ის ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი ყოფილიყო. კარგად ვხედავთ, რომ ეს საკითხი ერთი სოციალური ჯგუფის საკითხი არ არის, ლგბტ თემა ევროპის გარკვეულ წრეებს მთავარ პოლიტიკურ საკითხად ჰყავთ აყვანილი. შეიძლება ითქვას, რომ როცა საქართველოსთან მიმართებაში მათი მხრიდან უსაფუძვლო პრეტენზიებს ვისმენთ, მათ ე.წ. კრიტიკაში ლგბტ პროპაგანდაა ლიდერობს. საქართველოში ეკლესია მაღალი ავტორიტეტის მქონე რელიგიური და ერთგვარად სოციალური ინსტიტუციაა და ამიტომ მათ სურდათ, რომ ეკლესია ამ საქმეში გამოეყენებინათ. თუ პირობითად, მოახერხებდნენ და ეკლესიის პირდაპირი ან ირიბი გამოყენება მოხდებოდა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შემდგომში, მისი მანიპულირება დაიწყებოდა პოლიტიკის ყველა მიმართულებით, მათ შორის, ეს ომისა და მშვიდობის საკითხზეც აისახებოდა,” - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში”.

“მე ვფიქრობ, ამის დიაგნოზი არის ის, რომ თავიანთი უნიათობით, თავიანთი არასწორი პოლიტიკით და არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი და ეკლესიის ხმისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს,” - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე