ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა და პირობას ვაძლევ, თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენ წინააღმდეგ აღიძრას საქმე

სენეგალში, ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი. ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე - ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოთხოვნას, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტიის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებას ეხება.

როგორც ირაკლი კირცხალია მიიჩნევს, საზოგადოებას მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს, რისი გამოძიების პრეცედენტი არ არსებობს.

„სულ სამი ფაქტი მოიძიეს ათი დღის „საფუძვლიანი ძებნის“ შემდეგ. თუ არ ვცდები, ერთი იყო ბრიტანეთში, სადაც საპარლამენტო კორპორაციულ საღამოზე, მგონი, კარაოკე საღამო იყო, დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა, რომელიც მსგავს თემაში აქამდე შემჩნეული იყო.

მეორე ფაქტი მოიძიეს საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს - როგორც ვიცი, მოტეხილობები ჰქონდა სახის არეში, მაჯის არეში. მძიმე დაზიანება მიიღო ამ დეპუტატმა.

მესამე - სენეგალში ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი, რა მნიშვნელობა აქვს, ფეხმძიმე ქალს დაესხა ქალს და არ ვიცი, ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და მე თვითონ ვიქნები, პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ, ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე, თუ ბატონი ფარულავა წარმოადგენს ორსულობის ცნობას. რაც შეეხება ამ ჟივილ-ხივილს და თემის აწევას, ყველაფერი ქნეს აბსოლუტურად, ამიტომ ვამბობ, რომ რეალურად შემთხვევით არიან პარლამენტში მოხვედრილი, ზუსტად ის ჯგუფი რომელიც მოხვდა, ის დივიზია, ის ნარჩენი დივიზია. რეალურად, ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. თავიანთივე კვლევით, თავიანთივე გამოძიებით და პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ პრეცედენტი არ არსებობს. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტში“, - განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ