უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა ორ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ნავთობტერმინალს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა იაროსლავში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა “სლავნეფტ იანოსს“ დაარტყეს, - ინფორმაციას უკრიანული მეიდია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრიანული მედია განმარტავს, რომ იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა რუსეთში. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 15 მილიონი ტონა ნავთობს შეადგენს.

„ქარხანა აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელს და საავიაციო საწვავს, საპოხ მასალებსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო ლოგისტიკის მხარდასაჭერად“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ნოვატეკ-უსტ-ლუგას“ და რუსეთის 26-ე სარაკეტო ბრიგადის მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაარტყეს.

“დარტყმა განხორციელდა ქერჩში მდებარე მსუბუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვის ტერმინალ „ტეს-ტერმინალ-1“-ზეც“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გენშტაბში განმარტავენ, რომ ეს ტერმინალი ყირიმში მსუბუქი ნავთობპროდუქტების შენახვისა და გადატვირთვის ერთ-ერთი უდიდესი ობიექტია. ობიექტის სარეზერვუარო პარკი იღებს, ინახავს და აგზავნის ბენზინს, დიზელის საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს, მათ შორის უკრაინის სამხრეთ რეგიონებში საოკუპაციო ძალების საჭიროებებისთვის.

გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა ლუგანსკის ოლქში რკინიგზის ესტაკადაზე, რომელსაც რუსეთი პირადი შემადგენლობისა და იარაღის გადასაზიდად იყენებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყირიმში გვარდეისკოეს აეროდრომზე სამი ანგარი დაბომბეს, რომლებშიც საავიაციო ტექნიკა იყო განთავსებული.

დარტყმები ასევე განხორციელდა, Pantsir-S2 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე სიმფეროპოლთან ახლოს, მობილურ საცეცხლე ჯგუფზე ქერჩში, ნავთობის შესანახ ავზსა და ნავთობბაზა „ტეს-ტერმინალ-1“-ის სატუმბ სადგურზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე