გიორგი შარაშიძე - ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი ფრაზა: „რა ვქნათ ახლა, იღლიებში გავიცინოთ?“ ირაკლი კირცხალიას განცხადება არის ცინიზმი და თან უნიჭო - რა ჰგონიათ, ჩვენც ავდგებით და მაგათ დონეზე დავეცემით? არ დავეცემით მაგათ დონეზე!

ნებისმიერი ადამიანი გააჩერეთ ქუჩაში და გეტყვით, ის რაც მათ გააკეთეს, არც კაცურია, არც ქალაქურია, არც ქართულია და საერთოდ, არაფერში ჯდება. ამის მერე გამოდიან და სრულიად უნიჭო და გაუგებარი იუმორით გვეპასუხებიან. რა ჰგონიათ, ახლა, ჩვენც ავდგებით და იგივეს გავაკეთებთ და მაგათ დონეზე დავეცემით? არცერთ შემთხვევაში არ დავეცემით მაგათ დონეზე, - ასე პასუხობს „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ და პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ წევრებს შორის პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ეხებოდა.

როგორც გიორგი შარაშიძემ განაცხადა, პარლამენტში მომხდარზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადება „სრულიად უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმია“.

“ დამნაშავეები, კანონის დამრღვევები და მოძალადეები ხომ არიან და ამ ყველაფერთან ერთად არასერიოზულები არიან. როგორ შეიძლება, საერთოდ, ამ ნათქვამზე კომენტარი სერიოზულად გააკეთო? რა ვქნათ ახლა, დიდი ბოდიში, ჩემს ბავშვობაში იყო, ასეთი ფრაზა: „იღლიებში გავიცინოთ?“ ეს უნდა ვკითხო, ახლა, კირცხალიას, თუ რა საუბარია? ასეთი უსერიოზულესი დანაშაული მოხდა, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენს მიმართ განხორციელებული დანაშაული, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში საერთოდ კანონი არ კანონობს და კანონზე გაცილებით მაღლა დგას, თურმე ვინ არის მდინარაძის მეგობარი და ახლა თურმე გაირკვა, რომ კირცხალიაც მზად არის თვითონ უშუამდგომლოს პროკურატურასთან? ე.ი. კირცხალია და მდინარაძე კანონზე უფრო მაღლა დგანან, ეს რეალობაა? - „ოცნების“, ამ ადამიანების პირობებში, რომლებიც გასცდნენ ყველანაირ [ზღვარს]. როგორ გითხრათ, ამას უკვე არასერიოზულობაც აღარ ჰქვია, ბავშვურობაც აღარ ჰქვია. ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო, აგდებული [საუბარი], ცინიზმი და თან უნიჭო. რაღაც კუთხით საინტერესო და ვიღაცისთვის მაინც მოსაწონი იყოს. სრულიად უნიჭო ხუმრობით საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული სამართლიან მოწყობაზე“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი განმარტებით, მომხდარ დაპირისპირებაზე პროკურატურაში განცხადება არ შეუტანიათ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი უფლებები დაირღვა, ასევე „შეიტანეს იმიტომ და იბრძვიან იმ ადამიანების სახელით, რომლებიც სრულიად უსამართლოდ იხდიან სასჯელს“.

„ამ დანაშაულთან შედარებით, გაცილებით მსუბუქ და აბსოლუტურად უმტკივნეულო დანაშაულების გამო იხდიან სასჯელს, წლობით არიან „ოცნების“ ციხეებში და რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ გავჩერდეთ. ვინ თქვა, და ვინ დაადგინა, რომ დეპუტატის წინააღმდეგ არ შეიძლება საქმე აღიძრას?“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ და აღნიშნა, რომ „აქ, საქმე გვქონდა ორგანიზებულ და ჯგუფურ თავდასხმასთან“.

მისი ინფორმაციით, არსებობს ოთხი ქვეყანაა, სადაც იგივე დანაშაულის გამო, პარლამენტის წევრების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი შარაშიძის თქმით, ეს არის დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა და სენეგალი.

„პრეცედენტს პრეცედენტზე ვდებთ ყოველდღე, რასაც კარგად ხედავენ და ამან გამოიწვია სრულიად არაადეკვატური რეაქცია. აბა, ბატონი კირცხალიას ბრიფინგს სხვა რა უნდა დავარქვათ. ვიღლიცინოთ მათთან ერთად? ეს არის მოვლენა, რომელმაც საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია ქვეყანაში, სხვათა შორის მათივე მომხრეებშიც, სამართლებრივი და მორალური კუთხით,“ - განაცხადა შარაშიძემ "ტვ პირველთან".

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დღეს, მედიასთან, პარლამენტში „გახარიას პარტიის“ წარმომადგენლებთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „სენეგალში, ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი. ბატონმა [გიგა] ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე - ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ