დავით მათიკაშვილი - არ ვიცი, ჯო უილსონს რა გადაუხადეს, რომ ვერ ამოიწურა ეს ჯამაგირი, ეტყობა, ეს ჯამაგირი სისტემატური ხასიათისაა - რეზოლუციებს ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს

არ ვიცი, ჯო უილსონს რა გადაუხადეს, რომ ვერ ამოიწურა ეს ჯამაგირი, ეტყობა, ეს ჯამაგირი სისტემატური ხასიათისაა - ამ ყველაფერს რომ ჩალის ფასიც არ აქვს ჩვენთვის, ხომ ნამდვილად ლოგიკურია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმ არჩევანს, რომელიც 2024 წელს გააკეთა და ამის გამო, საქართველოს მოსახლეობას თავს ესხმიან.

“ქართულმა დელეგაციამ პუნქტობრივად სრულყოფილი და დამაჯერებელი პასუხი გასცა აბსოლუტურად ყველა იმ უსაფუძვლო თავდასხმას, რომლითაც ეს რეზოლუციაა გაჯერებული. ცხადია, იქ, სადაც არის ჯო უილსონის მონაწილეობა, ობიექტურ და ჩვენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობით გაჯერებულ ტექსტზე ვერ იქნება საუბარი. არ ვიცი ამ ადამიანს, რა გადაუხადეს, რომ ვერ ამოიწურა ეს ჯამაგირი. ეტყობა, ეს ჯამაგირი სისტემატური ხასიათისაა. შესაძლოა, ეს ასე იყოს, იმიტომ, რომ ის სუბიექტივიზმი, ანტიქართული განწყობა, რაც ამ ადამიანისგან მომდინარეობს, უბრალოდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არსებობს გებელსისეული ტყუილები. გებელსს ჰქონდა ასეთი მიდგომა, გაუგონარი გადააბრალო ადამიანს, ქვეყანას, რომ მოახდინო მისი დისკრედიტაცია, მაგრამ იმ გაუგონარ დაბრალებაშიც რაღაც 2% იყო სიმართლე და დანარჩენი დაშენებული იყო ტყუილი. ამ კაცის ნარატივში არის 100%-110%-200% ტყუილი. ამ ყველაფერს რომ ჩალის ფასიც არ აქვს ჩვენთვის, ხომ ნამდვილად ლოგიკურია. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მეგობრებზე, სააკაშვილის გამოშვებაზე, როგორც პოლიტპატიმრის, იმ კანონების გაუქმებაზე, რომელიც ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას და სუვერენიტეტს იცავს გარე შემოდინებებისგან და მეორე მხრივ, ქართული ახალგაზრდობის და ბავშვების მორალურ ღირებულებებს, მათ მომავალს და ხვალინდელ დღეს. როცა ეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წინაღობად მიაჩნია რაღაც ფორმით, აქ სუბიექტივიზმიც აღარაა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველებზე ერთადერთი მიზეზის გამო - ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმ არჩევანს, რომელიც 2024 წელს გააკეთა,” - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: “გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ; გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ