მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი განაჩენის მიზეზები განმარტა

ბაჩანა ახალაიამ მოუწოდა ყველას საჯაროდ და საქვეყნოდ ხელისუფლების დამხობისკენ, ნებისმიერი ფორმით, რაც ბრალდების მხარეს ბრალში აქვს ასახული, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განაცხადა.

ვიდრე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს გამოაცხადებდა, მან განმარტება გააკეთა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც ტყეშელაშვილმა აღნიშნა, სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ახალაიამ მტკიცებულებათა ნაწილი უდავო გახადა.

“მისი არჩევანია, ისარგებლებს თუ არა [საბოლოო სიტყვის] უფლებით. დღეს არ მობრძანდა სხდომაზე, გვაქვს ოქმი პენიტენციური დაწესებულებიდან, რომ მან დღევანდელ სხდომაზე უარი განაცხადა დასწრებაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ რიგი მტიცებულებები გამოვიკვლიეთ და რიგი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია დაცვის მხარემ, რაც შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად.

დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ ახალაიას მხრიდან რამის მოწოდებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ბრალდების მხარემ შეძლო მტკიცებულებებით ბრალდების დადასტურება.

სხდომა იყო საჯარო, არაერთი პირი ესწრებოდა, მისი განცხადება, მოწოდება საჯარო იყო, რაც განსაზღვრულ პირთა მიმართ იყო.

მან მოუწოდა ყველას საჯაროდ და საქვეყნოდ ხელისუფლების დამხობისკენ, ნებისმიერი ფორმით, რაც ბრალდების მხარეს ბრალში აქვს ასახული.

რაც შეეხება სასჯელის სახესა და ზომას, მას ნასამართლეობა აქვს, თუმცა, სასამართლომ შემამსუბუქებელი გარემოება გაითვალისწინა, ბაჩანა ახალაიამ რიგი მტკიცებულებები უდავოდ ცნო, რამაც მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებას ხელი შეუწყო”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს" ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე