საქართველოს დელეგაცია ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია სამშობლოს მოღალატეების დაჯგუფებით - სამშობლოს მოღალატეები ლევან მახაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და სხვები ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ იმოქმედონ, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი თაზო დათუნაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, “ბანდიტებსა და რუსეთის მსახურებს არავინ ლეგიტიმურად და თანაბარ პარტნიორად არ აღიარებს მანამ, სანამ საქართველოს სახელმწიფოს და მოქალაქეების ცხოვრებას ნორმალურ კალაპოტს არ დაუბრუნებს.
“იმის ნაცვლად, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე პარტნიორებს და მეგობრებს დაჰპირდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს და ანტიადამიანურ, ანტიჰუმანურ, ანტიკონსტიტუციურ ცვლილებებს, რასაც ბოლო ორი წელია საქართველოს კანონმდებლობაში ახორციელებენ და რაც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს ზღუდავს, უკან გაიწვევენ, ამის ნაცვლად, როგორც ნამდვილი სამშობლოს მოღალატეები და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები ცდილობენ, რომ რეზოლუციიდან ის პუნქტები ამოიღონ, რომელიც საქართველოში არსებულ კოშმარულ რეალობას აღწერს, როცა საქართველოს მოქალაქეებს აღარ აქვთ შეკრების, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების უფლება, რომ საქართველოში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან, არიან პოლიტიკური პატიმრები და იდევნება ყველა, ვისაც ივანიშვილი არ მოსწონს.
უნდათ ამ პუნქტების ამოღება და ტერორისტული, პირსისხლიანი რუსეთის ვასალი რეჟიმის ცივილიზებულ სამყაროში თანასწორი პარტნიორად გაფორმება.
ბანდიტებს და რუსეთის მსახურებს არავინ ლეგიტიმურად და თანაბარ პარტნიორად არ აღიარებს მანამ, სანამ საქართველოს სახელმწიფოს და მოქალაქეების ცხოვრებას ნორმალურ კალაპოტს არ დაუბრუნებენ“, - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.