გია ვოლსკი - ნატოს სამიტზე მიწვეული არიან მხოლოდ წევრი ქვეყნები, პროპაგანდაა, თითქოს საქართველო გვერდზე გასწიეს - პარტნიორი ქვეყნები იქნებიან მიუნხენის უსაფრთხოების ფორმატში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრა

ნატოს სამიტზე მიწვეული არიან მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები - განცხადებები, რომ საქართველო გვერდზე გასწიეს, ყურადღება არ მიაქციეს, არის პროპაგანდა, რითაც უნდათ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, თითქოს საქართველო ამ მნიშვნელოვან ფორუმს მოწყვეტილია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს სამიტზე ნატო-ს არც ერთი არაწევრი ქვეყანა არ დაუპატიჟებიათ.

“უშველებელი პროპაგანდისტული კამპანია ამუშავდა, როგორც კი გაიგეს, რომ ანკარაში ნატო-ს სამიტი იკრიბება. ამბობენ, საქართველო არ დაპატიჟესო, მაგრამ ამ სამიტზე ნატო-ს არც ერთი არაწევრი ქვეყანა არ დაუპატიჟებიათ. ადრე ისეთი ფორმატი იყო, როცა ნატო-ს სამიტი იკრიბებოდა, პარტნიორ ქვეყნებთანაც ხდებოდა შეხვედრა. ახლა ასეთი თანმხლები ფორუმი არ იკრიბება, სამაგიეროდ, ამავე პერიოდში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატი იკრიბება ანკარაში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრა და ხვალ გამოსვლა ექნება. რაც შეეხება ნატო-ს სამიტს, მიწვეული არიან მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები. პარტნიორი ქვეყნები მიწვეული იქნებიან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. პროპაგანდაა იმის თაობაზე, რომ საქართველო გვერდზე გასწიეს, ყურადღება არ მიაქციეს ან საქართველოს მიმართ განგებ სასჯელია გამოწერილი. ეს ის პროპაგანდაა, რითაც უნდათ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, თითქოს, საქართველო ამ მნიშვნელოვან ფორუმს მოწყვეტილია, რაც არათუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ბოროტი განზრახვით გავრცელებული ინფორმაციაა,” - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. ასევე, თურქეთი, ნატოს სამიტის ფარგლებში, უმასპინძლებს პროგრამას „მოკავშირეები ანკარაში“. ღონისძიება ორგანიზებული იქნება კომუნიკაციების დირექტორატთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (MSC) და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევების ფონდთან (SETA) თანამშრომლობით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე