პროკურორი - ბრალდების მხარე გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიამ ბრალად შერაცხული ქმედება განახორციელა

ბრალდების მხარე ამ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან ჩვენ მიერ წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბაჩო ახალაიამ ბრალად შერაცხული ქმედება განახორციელა - ბრალდებულმა [ბაჩო ახალიამ] თავად მოითხოვა სიტყვის თქმის უფლება, მას სურდა მოესწრო განცხადების გაკეთება სასამართლო პროცესის დახურვამდე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

პროკურორის განცხადებით, ბაჩო ახალიას მიერ სასამართლოზე ნათქვამი ფრაზა - „ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს“, შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რომელზეც შესაბამისმა ორგანომ [სუს-მა] მოკვლევა დაიწყო.

„მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლო სხდომა საჯარო იყო და ის თავის სიტყვაში მიმართავდა არა კონკრეტულ პირს, არამედ პირთა უსასრულო რაოდენობას. საქვეყნოდ ხორციელდებოდა ეს ყველაფერი, ხორციელდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

მოცემულ შემთხვევაში ის პირები, რომლებმაც მოისმინეს მისი განცხადება, ისინი მხოლოდ მომსმენი პირები იყვნენ, შემდგომ კი საჯაროდ გავრცელდა მისი განცხადება და ბევრმა ადამიანმა ნახა, ამ შემთხვევაში [სხდომაზე მყოფ პროკურორსა და მოსამართლეს] დანაშაულის დაფარვას ან დამალვას ვერ მოვედავებით.

რეაგირება შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ მოახდინა. უშუალოდ სუს-მა, სუს-ის დეპარტამენტის ქვემდებარეობაშია ეს მუხლი - სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიება. შესაბამისად, როდესაც ეს განცხადება მათთვის საჯარო წყაროებიდან გახდა ცნობილი, მაშინ მოხდა რეაგირება.

ყოველი პირის განცხადება თუ იქნება ეს მისი აზრის გაჟღერება, თუ ეს შეიცავს მის განზრახვას, არის საჯარო, შეიცავს ხელისუფლების დამხობის პირაპირ მოწოდებას, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და თუ ეს მიემართება საყოველთაოდ ყველა პირს, ამ მუხლის შემადგენლობაში ჯდება.

ბრალდებულმა [ბაჩო ახალიამ] თავად მოითხოვა სიტყვის თქმის უფლება. მას სურდა მოესწრო განცხადების გაკეთება სასამართლო პროცესის დახურვამდე“, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ