მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს თურქეთში დაგეგმილ ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თურქეთში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„2026 წლის 7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა