თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მთავრობამ ამის თაობაზე განკარგულება უკვე გამოსცა და ელჩის გათავისუფლების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა.

მთავრობის განკარგულებაში თამარ ბერუჩაშვილის რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიაწი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელებულია მისი სხვა სამსახურში გადასვლა.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს იკავებდა, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

თამარ ბერუჩაშვილი ასევე იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე