ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენ დაინტერესებულები ვართ რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით, ასევე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმ ეკატერინბურგში, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ, ჩვენ დაინტერესებულები ვართ რუსეთთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებით, ასევე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობით“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ბოლო დროს სომხეთსა და რუსეთს შორის რამდენიმე პრობლემური საკითხი წარმოიშვა.

„იმედი მაქვს, რომ ამ საკითხებს განვიხილავთ და მოვაგვარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსტრუქციულ მიდგომას ვუჭერთ მხარს, რომ ეს საკითხები განვიხილოთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე