ჯო უილსონი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მოითხოვოს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება, შემზღუდავი კანონების გაუქმება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება

საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლა რუსეთისთვის, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანისთვის შესაძლებლობებს ქმნის, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, საქართველოში ადგილი აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფ ჩამოშლას, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გაძლიერებას და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს ყველაფერი ტოტალიტარული კურსისკენ შემობრუნების ნიშნებია. ოლიგარქი ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს ემსახურება. დემოკრატიის ჩამოშლა რუსეთისთვის, „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანისთვის შესაძლებლობებს ქმნის. ეს საფრთხეს უქმნის ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.

მისი თქმით, „მედიის შეზღუდვა, პოლიტიკური კონკურენციისა და მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომელთა უმრავლესობაც აშშ-სთან და ევროპასთან უფრო ღრმა პარტნიორობა სურს“.

„ინსტიტუტების დასუსტება საფრთხეს უქმნის საქართველოს საიმედოობას შუა დერეფნის თვალსაზრისით და ძირს უთხრის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის პროგრესს. ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დაჩქარებული ინტეგრაცია მისი ხანგრძლივი უკანონო ოკუპაციის მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს. მოსკოვი კიდევ უფრო უთხრის ძირს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეგიონული სტაბილურობის დასაცავად და დემოკრატიული სტანდარტების შესანარჩუნებლად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მოითხოვოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გათავისუფლება, შემზღუდავი კანონების გაუქმება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ასევე, არ აღიაროს ნებისმიერი შედეგი, რომელიც ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ