მარკ რუტე - უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდებათ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით

უკრაინა ბრძოლის ველზე დინამიკას ცვლის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში, ნატო-ს სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციებს ვდებთ, რათა გვქონდეს ყველაფერი ის, რაც გვჭირდება ჩვენი საზოგადოებების დასაცავად, რადგან ჩვენ წინაშე არსებული საფრთხეები რეალურია, მათ შორის რუსეთიდან წამოსული საფრთხე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. ახლა, უკრაინა საბრძოლო ველზე დინამიკას ცვლის, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდებათ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად თავისი წვლილი ნატო-ს ყველა მოკავშირემ უნდა შეიტანოს.

ასევე, რუტეს განცხადებით, ნატო ტრანსფორმაციას განიცდის.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ევროპელი პარტნიორები და კანადა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე უკვე მშპ-ს 4%-ს ხარჯავენ. ჩვენ წლების განმავლობაში არასაკმარისი დაფინანსების გამოყოფის შემდეგ, რეალურ თავდაცვით შესაძლებლობებს ვაშენებთ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა