მამუკა კაციტაძე - „ქართული ოცნების“ მიერ ჯო უილსონი დახატულია, როგორც საფრთხობელა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც წარმოდგენილია მთელი ევროპა, გადაწყვეტილებას მცდარად იღებს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ცამდე მართალია?

ჯო უილსონი დახატულია როგორც საწინააღმდეგო ფიგურა, საფრთხობელა. დავუშვათ, დავუჯერეთ „ოცნების“ წარმომადგენლებს და ჯო უილსონისადმი ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც წარმოდგენილია მთელი ევროპა, აფასებს და გადაწყვეტილებას მცდარად იღებს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ცამდე მართალია? - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მისი თქმით, ცხადი და ნათელია, თუ რა გზას ადგას „ქართული ოცნება“.

„ქართულმა ოცნებამ“ რაღაც ტაქტიკად აირჩია, რომელიღაც პოლიტიკოსის კრიტიკა. ჯო უილსონი დახატულია როგორც საწინააღმდეგო ფიგურა, საფრთხობელა. დავუშვათ, დავუჯერეთ „ოცნების“ წარმომადგენლებს და ჯო უილსონისადმი ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც წარმოდგენილია მთელი ევროპა, აფასებს და გადაწყვეტილებას მცდარად იღებს და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ცამდე მართალია? ყველაფერი ცხადი და ნათელია, რა გზას ადგას „ქართული ოცნება“, - განაცხადა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძემ ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის შესახებ. მისი შეფასებით, თავდაპირველი პროექტი კერძო ინვესტიციებით უნდა განხორციელებულიყო და 2020 წელს უკვე პირველი გემი უნდა მიეღო, მაშინ როცა დღეს, მისი თქმით, სახელმწიფოს დამატებით 200 მილიონი ლარის მოძიება უწევს.

„2020 წელს ანაკლია უნდა გამხდარიყო ცოცხალი პროექტი, ანუ უნდა შემოსულიყო პირველი გემი. ამ პროექტზე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს საუბრობდნენ. სხვა სახელი, ინიციატივები ჰქონდა სხვადასხვა ხელისუფლებებს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საკითხი იმდენად დაიძრა, რომ კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდა. 2020 წელს პირველი გემი უნდა შემოსულიყო ეს არ იყო ვიღაცის ოცნება ან ტყუილი ან თუნდაც მოჩვენებითობა.

შემდგარი იყო კერძო ინიციატივა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, კვირიკაშვილს უშუალოდ აქვს მიღებული მონაწილეობა კაფსულის ჩაშვებაში. ორგანიზატორებს და მთავარ შემოქმედებს მოპოვებული ჰქონდათ კერძო ინვესტიციებიც, ევროპიდანაც, აზიიდანაც. ამ პროექტში გათვალისწინებული იყო ის, რომ სახელმწიფოს არათუ ჩაედო ფული, არამედ 50 მილიონი, როგორც დაზღვევა დადებულიყო, რომ შესაძლო პრობლემების შემთხვევაში, სახელმწიფოს მონაწილეობა ამ ფულით რაღაცნაირად აღმოჩენილიყო. დღეს რას ვხედავთ? გეგმურის გათვალისწინებით დამატებით 200 მილიონი სახელმწიფომ უნდა მოიძიოს“,- განაცხადა კაციტაძემ.

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ის მნიშვნელობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისაც კი აღემატება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ