ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს

რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო ჭკვიანია. თუ მტერს ბრძოლის ველზე შეაჩერებ, თუ ომს ხმელეთზე შეაჩერებ და თუ მას ზღვაზე უპირატესობას წაართმევ, როგორც ეს ჩვენი საზღვაო დრონებით გავაკეთეთ, მაშინ შემდეგი ბრძოლის ველი ჰაერი იქნება. საჰაერო სივრცეში გადავინაცვლეთ. ჰაერში კი უკვე კონკურენტუნარიანები ვართ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შესაძლებლობამ, რომ შორ მანძილზე მოქმედი დრონები აწარმოოს და გამოიყენოს, ომის მიმდინარეობა შეცვალა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას საშუალება აქვს, სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები რუსეთის სიღრმეში განახორციელოს.

„თუ ჩვენი პარტნიორები უკრაინას ფინანსურად არ მიატოვებენ, თუ ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ხაზის შენარჩუნებას გააგრძელებენ, თუ რუსულ ჯარს ყოველი კილომეტრი ათიათასობით და ზოგჯერ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება, მაშინ გადამწყვეტი ბრძოლა ჰაერში შედგება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე