ფინეთის პრეზიდენტი - ნატო მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს

ნატო მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

„უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა ომთან დაკავშირებით აშშ-ის სტრატეგიული ხედვა შეცვალა, რამაც მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიცია მნიშვნელოვნად გააძლიერა. ვფიქრობ, ნატო-ს ყველა ლიდერი ხვდება, თუ რატომ აკეთებს ამას უკრაინა. ყველა მიიჩნევს, რომ ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა სტუბმა.

ალექსანდრ სტუბის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინა საუკეთესო პოზიციაშია.

„სწორედ ამიტომ ვხედავთ ბევრ მღელვარე აქტივობას რუსეთში“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა