ვოლოდიმირ ზელენსკი - როდესაც მოსკოვისკენ არა ასი, არამედ ათასი დრონი გაფრინდება, პუტინი მაშინ მიხვდება, როგორც კი ის ამას პირადად საკუთარ თავზე იგრძნობს, ​​დაინახავთ, თუ როგორ მოუწოდებენ მრჩევლები ურალს იქეთ გადავიდეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უთხრა, რომ უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი დრონების კამპანიას ძალიან კარგად ახორციელებს.

„პრეზიდენტ ტრამპს სურს იყოს იქ, სადაც წარმატებაა. ეს ბევრ რამეს უკავშირდება, მათ შორის არა მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებს, არამედ მოახლოებულ არჩევნებს, მის სტატუსს და მის რწმენას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ომის დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით განხორციელებული მასშტაბური იერიშები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გათვლების შეცვლას აიძულებს.

„როდესაც მოსკოვისკენ არა ასი, არამედ ათასი დრონი გაფრინდება, მაშინ ის მიხვდება. როგორც კი ის ამას პირადად საკუთარ თავზე იგრძნობს, ​​დაინახავთ, თუ როგორ მოუწოდებენ მრჩევლები ურალს იქეთ გადავიდეს. რაც უფრო შორს იქნება პუტინი მოსკოვიდან, ომის დასასრული მით უფრო ახლოს იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ